ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები მწერალთა სახლში ქეთევან დუმბაძის ხელმძღვანელობის პირველ დღეს პროტესტის ნიშნად განცხადებას ავრცელებენ და კულტურის სამინისტროსთან და მწერალთა სახლთან ნებისმიერ თანამშრომლობაზე უარს აცხადებენ. ბოიკოტს პენ ცენტრიც უერთდება.
გთავაზობთ წერილს სრულად:
"ჩვენ, ქართველი მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები და ლიტერატურის სფეროში დასაქმებული ადამიანები, ამ განცხადებაზე ხელმოწერით ვადასტურებთ და ვაცხადებთ, რომ:
ქართული ლიტერატურა საერთო ეროვნული ფასეულობაა და მისთვის მუშაობა ნიშნავს ეროვნული ინტერესების სამსახურში ყოფნას. ლიტერატურა ნებისმიერი პოლიტიკური ძალის ვიწრო პარტიულ ინტერესებზე მაღლა დგას, რამდენად მნიშვნელოვნადაც არ უნდა მიაჩნდეთ ეს ინტერესები თავად ამ პარტიის წარმომადგენლებს.
ლიტერატურული პროცესი უნდა იყოს თავისუფალი პოლიტიკური გავლენებისგან და ქმნიდეს ნდობას მასში მონაწილე ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების, რელიგიური თუ იდეოლოგიური მრწამსის მქონე საქართველოს მოქალაქისთვის. შესაბამისად, ინსტიტუციები, რომელიც წარმართავს კულტურულ პოლიტიკას და ლიტერატურულ პროცესს, უნდა იყოს ღია და ინკლუზიური, იმართებოდეს გამჭვირვალედ და დემოკრატიული პრინციპების დაცვით.
მწერალთა სახლი წლების განმავლობაში წარმოადგენდა სწორედ ასეთ, ღია და დემოკრატიულ ორგანიზაციას და ის ცენტრალურ როლს იკავებდა ქვეყნის ლიტერატურულ პროცესში.
მწერალთა სახლის დირექტორად მმართველი პარტიის წარმომადგენლის დანიშვნა ყოველგვარი დემოკრატიული პროცესის და სფეროში დასაქმებულ ადამიანებთან კონსულტაციის გარეშე, ძალაუფლების მქონეთა ავტოკრატიული მისწრაფებების გამოხატულებაა და ეწინააღმდეგება საქართველოს გაცხადებულ სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ.
ვაცნობიერებთ რა, ქართული ლიტერატურის საერთო ეროვნულ მნიშვნელობას, მის განსაკუთრებულ როლს ეროვნული უსაფრთხოების საქმეში და ჩვენს ვალდებულებას გავაკეთოთ ყველაფერი, რათა საქართველომ გაარღვიოს მის გარშემო რუსეთის მიერ შექმნილი კულტურული იზოლაციის კედელი, წინამდებარე განცხადებაზე ხელმოწერით უარს ვამბობთ ნებისმიერი ტიპის თანამშრომლობაზე კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროსთან და მის პარტიულ დაქვემდებარებაში მოქცეულ მწერალთა სახლთან.
ჩვენი ბოიკოტი გულისხმობს საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს და მწერალთა სახლის მიერ ინიცირებულ, დაფინანსებულ და მართულ ნებისმიერ პროექტში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმას, განურჩევლად მათი ფორმისა და შინაარსისა, იქნება ეს: ადგილობრივი წიგნის პრეზენტაციები და სხვა საჯარო ღონისძიებები, მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამები, თუ სხვადასხვა ქვეყნის წიგნის ბაზრობები, საერთაშორისო ფესტივალები და სხვა მნიშვნელოვანი ფორუმები, რომელშიც აქამდე საქართველოს ეროვნული სტენდით და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების მონაწილეებად ვიყავით წარმოდგენილნი.
ქართული ლიტერატურული პროცესის სიცოცხლე და მუდმივი განვითარება ჩვენი ქვეყნის საერთო ეროვნული ინტერესია და ჩვენ ვაცხადებთ, რომ გამოვიყენებთ ყველა პლატფორმას, რათა ქართულ კულტურაში მიმდინარე სახიფათო ავტორიტარული ტენდენციები ცხადი გახდეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისა და საქართველოს ერთგული მეგობრებისთვის, ამავდროულად უზრუნველვყოფთ რომ ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ვიყოთ წარმოდგენილი ალტერნატიული ფორმით, ისევე როგორც შევეცდებით თავად მოვიპოვოთ დაფინანსების წყაროები მთარგმნელობითი და სარეზიდენციო პროგრამების, საერთაშორისო პლატფორმებში ჩართვის და ქართული ლიტერატურისთვის სხვა მნიშვნელოვანი პროექტების შეუფერხებელი მუშაობისთვის.
ჩვენი ბოიკოტი დაიწყება 2023 წლის 4 სექტემბრიდან, იმ დღიდან, როდესაც მწერალთა სახლს მმართველი პარტიის მიერ დანიშნული კანდიდატი ჩაიბარებს და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მის ხელმძღვანელს არ აირჩევს დარგის სპეციალისტებისგან შემდგარი კომისია.
ხელოვნება ცოცხალი, დამოუკიდებელი და პოლიტიკურია", - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ:
- ირაკლი კაკაბაძე (იაკი კაბე)
- რატი მუჯირი
- დავით გორგილაძე
- ლელა კოდალაშვილი
- ნათია გიორგაძე
- ნინო ჭინჭარაული
- თორნიკე სიბაშვილი
- მაკა კასრაძე
- ნატო ალხაზიშვილი
- ბესო სოლომანაშვილი
- ირაკლი ლომოური
- მაკა ლდოკონენი
- ზაალ ანდრონიკაშვილი
- ირინე ჭოღოშვილი
- თაკო ლონდარიძე
- ეკატერინე ტოგონიძე
- გიორგი ხარაიშვილი
- ელენე ჯაფარიძე
- ზურა პაპიაშვილი
- ლელა დუმბაძე
- ნატო დავითაშვილი
- მაშო სამადაშვილი
- მაია კუდავა
- ზვიად კვარაცხელია
- ნათია ორმოცაძე
- თინა მამულაშვილი
- ხათუნა თავდგირიძე
- ანდრო დადიანი
- ლიკა ჩაფიძე
- მედეა იმერლიშვილი
- თეკლა ქველაძე
- ნანა აბულაძე
- მაია ლიპარტელიანი
- ნინო ნადირაძე
- ქეთევან ყანჩაშვილი
- ნესტან კვინიკაძე
- გია გოკიელი
- ნატო გორდელაძე
- დალილა გოგია
- ნუკა ღამბაშიძე
- გიორგი კაკაბაძე
- მაიკო დანელია
- შორენა ლებანიძე
- თამარ ფოლადაშვილი
- თამთა მელაშვილი
- მაკო ჯანჯიბუხაშვილი
- თეონა დოლენჯაშვილი
- სოფიო კუბლაშვილი
- მარინა ცხადაია
- ქეთი ნიჟარაძე
- ნინა სურამელაშვილი (რატი რატიანი)
- რატი ამაღლობელი
- გვანცა ჯობავა
- იუნონა გურული
- ანა ჯავახიშვილი
- ნინო კიკნაძე
- არჩილ ქიქოძე
- ლაშა ბუღაძე
- მაია ცირამუა
- ბექა ქურხული
- იოანე ფეზუაშვილი
- მარიამ კიკაჩეიშვილი
- სოფიო შამანიდი
- მარი ბექაური
- გიორგი მასხარაშვილი
- ზურაბ ლეჟავა
- გიორგი შონია
- ნიკოლოზ აგლაძე
- ბექა ადამაშვილი
- სოფიო ელიაშვილი
- რუსუდან რუხაძე
- გაგა ნახუცრიშვილი
- დათო ქარდავა
- კოკა ქამუშაძე
- ნინო ყაველაშვილი
- ლია შალვაშვილი
- მაია ბადრიძე
- მაგდა ნოვაკოვსკა
- ნინო თარხნიშვილი
- რუსუდან კაიშაური
- გიორგი მაისურაძე
- ანა ყიასაშვილი
- ამირან რამიშვილი
- მარიამ კვიციანი
- ქეთი ქანთარია
- Ბუბა კუდავა
- თაკო ბაქრაძე
- ხათუნა ცხადაძე
- ლანა კალანდია
- პაატა შამუგია
- ბელა ჩეკურიშვილი
- ეკა ტაბლიაშვილი
- Ლელა კოდალაშვილი
- ვარლამ ჯმუხაძე
- Ხათუნა ცხადაძე
- Ია ჯინჭარაძე
- Მიხეილ ციხელაშვილი
- Სანდრო ნავერიანი
- Ნატალია ბუკია-პეტერს
- Მაია ალუდაური
- Თინა ასათიანი
- Ნიკი თარხან-მოურავი
- დავით კაკაბაძე
- ეკა ჩაჩხიანი
- ანა მარგველაშვილი
ხელმომწერთა სია განახლებადია.
***
კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის გადაწყვეტილებით, საქართველოს მწერალთა სახლს დღეიდან, 4 სექტემბრიდან ქეთევან დუმბაძე უხელმძღვანელებს.
მისი ხელმძღვანელად დანიშვნას კულტურის სფეროს წარმომადგენლების პროტესტი მოჰყვა - თავად მწერალთა სახლმა გაავრცელა განცხადება და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის პროექტების თავისუფალ და უცენზურო მართვას.
აგვისტოს დასაწყისში მწერალთა სახლის ხელმძღვანელმა ნატა ლომოურმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტროდან დაურეკეს და უთხრეს, რომ 5 დღეში დირექტორობის ვადა ეწურება. ლომოური ფეისბუქზე წერდა, რომ სამინისტროს წერილობით უკვე აცნობა, რომ ვადის გაგრძელებით იყო დაინტერესებული.